შეიძინე, განივითარე და წარმოაჩინე ცოდნა სოფლის მეურნეობაში!

აგროტესტის წესები

ტესტებში შემავალი კითხვები დაყოფილია სამ კატეგორიად:
მარტივი შეკითხვა
თქვენ მიიღებთ 1 ქულას
საშუალო შეკითხვა
თქვენ მიიღებთ 2 ქულას
რთული შეკითხვა
თქვენ მიიღებთ 3 ქულას

თითოეული ტესტი შეიცავს 9 კითხვას (3-3 კითხვა თითოეული კატეგორიიდან). ტესტის ქულების მაქსიმალური რაოდენობა არის 18. ტესტისათვის განსაზღვრულია დრო, მისი გასვლის შემდეგ ტესტი გაითიშება და რეიტინგში ჩაითვლება მხოლოდ გათიშვამდე დაგროვილი ქულები. მონაწილეთა დაჯგუფება რეიტინგში ხდება დაგროვილი ქულების რაოდენობის მიხედვით. ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია.

გისურვებთ წარმატებას!
ჩვენი პარტნიორი
დარეგისტრირდი დღესვე

დარეგისტრირდით დღესვე !

აგროტესტის რეიტინგი

აგროტესტის მონაწილეთა რეიტინგი

აგროტესტის შესახებ

აგროტესტის შესახებ

შეიძინე, განივითარე და წარმოაჩინე ცოდნა სოფლის მეურნეობაში

წარმოდგენილი აგრო-ტესტირების ელექტრონული პლატფორმა შექმნილია "საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის" მიერ, USAID/REAP პროექტის ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით.

აგრო-ტესტირების პლატფორმის  მთავარი მიზნებია:

  • აგრარულ დარგებში არაფორმალური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
  • სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე  ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
  • სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება

ტესტებში წარმოდგენილი კითხვები შედგენილი და სორტირებულია დარგის შესაბამისი მიმართულებების ექსპერტების და მეცნიერების მიერ. კითხვების შინაარსი მაქსიმალურად არის მოყვანილი შესაბამისობაში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ სასწავლო მოდულებთან და პროგრამებთან.

ამ ეტაპზე, აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმა მოიცავს სოფლის მეურნეობის დარგის 12 ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას და 4000-მდე, სირთულის მიხედვით სორტირებულ შეკითხვას. ტესტებში შემავალი კითხვები იყოფა 3 კატეგორიად და მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულები. პროგრამა განახლებადია და დროთა განმავლობაში მოხდება როგორც მიმართულებების, ასევე შეკითხვების რაოდენობის დამატება.

ტესტების შესადგენად გამოყენებული იქნა საქართველოში არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა და ასევე, USAID/REAP პროექტის მიერ შექმნილი პროფესიული-საცნობარო მასალები  სოფლის მეურნეობის დარგის სხვადასხვა მიმართულებით.  

დარეგისტრირდით და გაიარეთ ტესტირება. გისურვებთ წარმატებას! 

პლატფორმის დეველოპერი:

გიორგი ხურციძე www.kusia.co

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები